წესები და პირობები

ტვირთის გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება

 

ერთის მხრივ შპს „მაიდელივერ“ შემდგომში გადამზიდი კომპანია, (ს/კ 402211566 ვებ.გვერდი: www.mdl.ge, ტელ: 032 281 01 81 , მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N7ა, სართული 9, ბინა N229) მეორეს მხვრივ მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს შპს „მაიდელივერ“ის გადაზიდვის მომსახურებას და ენიჭება უნიკალური მომხმარებლის ნომერი (ე.წ ოთახის ნომერი), რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „მაიდელივერ“-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:

 

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორ კომპანიის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში – ქალაქ ხოფაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - ქალაქ გუანჯოუში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2 ექსპედიტორი კომპანიის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.mdl.ge. მომსახურების პირობები საჯაროა. ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

 

2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $3.79 აშშ დოლარს 1კგ–ზე,(ვითვლით ამანათის რეალურ წონას) ხოლო ჩინეთიდან ამანათზე გადასახდელი წონის ფასი შეადგენს 12.45 $ (წონა მრგვალდება 100 გრამზე)   გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში.

2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.mdl.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. ასევე თი-ბი-სი ფეის და ფეიბოქსის ტერმინალების მეშვეობით.

2.3 დაანგარიშება ხდება ამანათის რეალური წონის მიხედვით.

2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება გადასახდელი წონის ამანათების შემთხვევაში ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 14 დღეში. იმ შემთხვევაში თუ კი მოხდა ვადის გადაცილება, ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება საურავი, კილოგრამზე 10 თეთრის ოდენობით.

2.5. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში.

2.6. ამანათის შპს „მაიდელივერ“-ის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.

2.7. ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.

2.8. კომპანია „მაიდელივერ “პასუხისმგებლობას არ იღებს იმ დაზიანებულ ამანათებზე, რომელთა შეფუთვასაც არ აქვს სპეციალური აღმნიშვნელი სტიკერი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნივთის ტრანსპორტირების განსაკუთრებული გაფრთხილება.

2.9 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
 

3. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის შესამცირებლად.

3.1. ზომის შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის მაქსიმალურად შემცირებას საფოსტო ყუთის დახარისხებისა და გადაკეცვის ხარჯზე. ყველა ის ამანათი, რომელშიც ყუთის ერთ მხარეს შეიძლება დარჩეს 1-2 სმ სიგანე, ჩაითვლება შემცირებულად.

3.1. მოცულობის შემცირების მიზნით შპს ,,მაიდელივერ’’-ი  ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.

3.2. უსაფრთხოების მიზნით არ ხდება სასაჩუქრე ამანათების, მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება.

3.3. კომბინირებული პროდუქტის შემთხვევაში, ამანათების ზომა მაქსიმალურად შემცირდება. კომბინირებულ შემადგენლობაში შედის: ტანსაცმელი + ფეხსაცმელი, ტანსაცმელი + ბიჟუტერია, ფეხსაცმელი + საათები და ა.შ.

3.4. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის მსვრევად პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს საექსპედიტორო მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

3.5 საფრთხე შემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

 

 

4. საკურიერო მომსახურება.

4.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით:  კურიერის სერვისით თბილისის მასშტაბით და საკურიერო სერვისით რეგიონებში. საკურიერო მომსახურებას ახორციელებს  კომპანია "ონვეი დელივერი"

4.2 საკურიერო მომსახურების ფასი განისაზღვრება ამანათის წონის და ადგილმდებაროების მიხედვით. კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "საკურიერო" უნდა გაკეთდეს მოთხოვნა "საკურიერო მომსახურება" ღილაკზე დაჭერით. საკურიერო სერვისი ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 2-3 სამუშაო დღეს.

4.3 საკურიერო სერვისი რეგიონებში (ბათუმი, ხაშური, ფოთი, გორი, გურჯაანი, კასპი, ქარელი, ქუთაისი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, წყალტუბო, ზესტაფონი, მარტვილი, აბაშა, ბაღდათი, გარდაბანი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ოზურგეთი, ქობულეთი, რუსთავი, სამტრედია, ვანი, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, ლაგოდეხი, ამბროლაური, ყვარელი, შუახევი, ჩხოროწყუ, თიანეთი, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხობი, თეთრიწყარო, საჩხერე, თერჯოლა, ბოლნისი, ონი, ჭიათურა, დმანისი, წალენჯიხა, ბორჯომი, ლენტეხი, მესტია, ტყიბული, ქედა, სტეფანწმინდა, ცაგერი, ახმეტა, ასპინძა, ხულო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, წალკა, ადიგენი, დედოფლისწყარო, დუშეთი) ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით, ამანათების მართვის გვერდიდან. რეგიონული საკურიერო მომსახურების ტარიფი განისაზღვრება ამანათის წონის და ადგილმდებარეობის მიხედვით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 3-5 სამუშაო დღეს.

4.4 გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ამანათების საერთო წონიდან. 

4.5. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.

4.6. იმ შემთხვევაში თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე, ის ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.

4.7. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

4.8. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.

4.9 . ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

4.10. თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არსებობს, ამანათი არ გაიცემა, სანამ დავალიანება არ გადაიფარება.

 

5. ამანათის გადაცემა მესამე პირზე.

5.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:

მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

5.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.

 

6. ტრანსპორტირება.

6.1. გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე შპს „მადილევრ’’-ი პასუხს არ აგებს.

6.2. შპს „მადილევრ’’-ი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.

6.3 ჩინეთის აეროპორტში გამკაცრებული ტვირთის კონტროლის გამო შეზღუდულია,  ყველა სახის სითხის და ფხვნილის შემცველი პროდუქციისა, მცენარეებისა, ლეპტოპის ელემენტებისა და უწყვეტი დენის წყაროების (PowerBank) ტრანსპორტირება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და თავი შეიკავოთ აღნიშნული პროდუქციის გამოწერისგან!

 

7. ამანათის დეკლარირება

7.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) ვებგვერდ www.mdl.ge-ზე აუცილებელია.

7.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. შეცდომით შევსებულ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია.

7.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).

 

8. განბაჟება

8.1. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.

8.2 ჩვენი მომსახურება საფოსტო გადაზიდვის მომსახურებისგან დამოუკიდებელ მომსახურებას წარმოადგენს, შესაბამისად სადეკლარანტო მომსახურება შეადგენს 20 ლარს

8.3. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

8.4. მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.

 

2022 წლის 14 მაისიდან კანონში შევიდა ცვლილება. კერძოდ შეიცვალა საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება.

ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.

• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი;

• 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.


 

9. შეზღუდული პროდუქცია.

9.1. შპს „მაიდელივერ“-ი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.

9.2. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც შპს „მაიდელივერ“-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.

9.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააჯარიმებს ,,მაიდელივერ’’-ს მომხმარებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ. პროდუქტების არასრული ან არაზუსტი დეკლარაცია), ,,მაიდელივერ’’ იტოვებს უფლებას აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

 

10. სხვა შეზღუდვები და პირობები

10.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.

10.2 კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას საექსპედიტორო სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.

10.3 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.mdl.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.

10.4 ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და თურქულ და ჩინურ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.

10.5 ექსპედიტორი კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

10.6 ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

10.7 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

10.8 ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ გაუქმდება

10.9 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. ექსპედიტორი კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.

10.10 ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.

10.11 მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.

10.12 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.