კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს „მაიდელივერ“-ი აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.
ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა)
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?
შპს „მაიდელივერ“-ი ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, კომპანიამ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც „მაიდელივერ“-მა შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. კომპანია „მაიდელივერ“-ი ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს „მაიდელივერ“-ი.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
როდესაც თქვენ სტუმრობთ „მაიდელივერ“-ის ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, „მაიდელივერ“ ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).
დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით „მაიდელივერ“ ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, კომპანია „მაიდელივერ“ გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
- ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
- ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
შპს „მაიდელივერ“ იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.
როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
შპს „მაიდელივერ“ იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.
მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე შპს „მაიდელივერ“ ნებას არ რთავთ.
როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება შპს „მაიდელივერ“ ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, შპს „მაიდელივერ“ მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან შპს „მაიდილევერ“ ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.
ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.
თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შპს „მადილევერ“ ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.
ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
შპს „მადილევერ“ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ შპს „მადილევერ“ მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
როგორ ვექცევით შპს „მადილევერ“ -ის მიერ და შპს „მადილევერ“ სთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებებს?
შპს „მადილევერ“ -ის მიერ და შპს „მადილევერ“ სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით შპს „მადილევერ“ სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შპს „მადილევერ“ თან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.
როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?
შპს „მაიდილევერ“ არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. პს „მაიდილევერ“ სთვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.
როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან
- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@mdl.ge